Sunday, 7 October 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

     

       ჩვენ გავიარეთ ტრენინგი პროექტებით სწავლება,რომელიც შესაძლებლობას მომცემს სასწავლო აქტივობები  დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს და მათი დახმარებით მოსწავლეებს განვუვითარო მაღალი სააზროვნო უნარები  და აღნიშნული მეთოდებით გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა.ვისწავლეთ, როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისათვის საჭირო,სავარაუდო დრო,რაც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დახვეწასა და განვითარებაში დამემარება.
   გავეცანით შეფასების რუბრიკებს,ვისწავლეთ ინსტრუმენტის snipping tool-ის გამოყენება, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ,ავტვირთეთ ბროშურა.
განვიხილეთ შეფასების ახალი მეთოდები, ვისწავლეთ გუგლ დრაივი,გუგლ დოკუმენტების შექმნა,ფაილების გაზიარება,მუშაობა,ბლოგზე სურათების ატვირთვა,კომენტარების გაკეთება ფოტოებზე
გავიარეთ შეფასების სტრატეგიები:
მოსწავლლეთა წინარეცოდნისა და საჭიროებების შეფასება, რომელიც გვეხმარება მოსწავლეების საჭიროებების შესაფასებლად, რაც მოსწავლეებს დაეხმარება დაუკავშირონ არსებული ცოდნა შესასწავლს. განვიხილეთ შეფასების მეთოდები : გონებრივ იერიში,  ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე  გეგმა,   დაწყვილდი-დააწყვილე -გაუზიარე.ასევე შევისწავლეთ
 წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის  შესაფასებელის სტრატეგიები. ამ მეთოდით შევაფასებთ უნარს, რამდენად ართმევს თავს დამოუკიდებლად სამუშაოს მოსწავლე, რამდენად ხრისხიანად ასრულებს სამუშაოს.
 პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები  კი  დაეხმარება განვსაზღვრო , რაში სჭირდება მოსწავლეებს ჩემი დახმარება.
ასევე ვისაუბრეთ სტრატეგიების გაგების შემოწმებისა  მეტაშემეცნების წახალისებაზე. ამ სტრატეგიას გამოვიყენებ სწავლის უნარების შესამოწმებლად.ამ მეთოდს  მოსწავლეებიც გამოყენებენ თავიანთი სწავლის უნარების შსამოწმებლად.
 გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგია დამეხმარება პროექტის დასასრულს მოსწავლეების გაგებისა და უნარების შესამოწმებლად.
 ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენ მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ვისაუბრეთ, როგორ შევაფასოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებზე შეფასების პროცესში.გავეცანით შეფასების გეგმას.დავათვალიერეთ მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა ფორმები,ჩეკლისტები,მოვარგეთ ჩვენს პროექტს.ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, მათ ჩართულობაზე პროექტში,მათთვის სპეციალურად შექმნილ შფასების სხვადასხვა ფორმებზე,ასევე ,ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე.ვიმსჯელეთ , როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებად სწავლას.
 ვისაუბრეთ თემაზე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.ასევე შევქმენით ფასილიტაციის ნაშრომი.დავასრულეთ გეგმები,ერთმანეთის ნამუშევრებს გავუკეთეთ რეფლექსიები.
 ტრენინგის მეცხრე დღეს გავიარეთ მერვე მოდული,ვისაუბრეთ პრეზენტაციის ფორმებზე,გავაკეთეთ პრეზენტაციები,ვისაუბრეთ ერთმანეთის პრეზენტაციებზე.
ძალიან კმაყოფილი ვარ აღნიშნული ტრენინგით,მადლობა ამისათვის ქალბატონ დიანა მიქაძეს.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ თემაზე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.ასევე შევქმენით ფასილიტაციის ნაშრომი.დავასრულეთ გეგმები,ერთმანეთის ნამუშევრებს გავუკეთეთ რეფლექსიები.

ტრენინგის მეშვიდე დღე




ტრენინგის მეშვიდე დღეს  ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები.გავაკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებზე,ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენ მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ვისაუბრეთ, როგორ შევაფასოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებზე შეფასების პროცესში.გავეცანით შეფასების გეგმას.დავათვალიერეთ მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა ფორმები,ჩეკლისტები,მოვარგეთ ჩვენს პროექტს.ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, მათ ჩართულობაზე პროექტში,მათთვის სპეციალურად შექმნილ შფასების სხვადასხვა ფორმებზე,ასევე ,ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე.ვიმსჯელეთ , როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებად სწავლას.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებსა და წყაროს ციტირებაზე,ინტერნეტრესურსებისა და მულტიმედიური რესურსების ძიებაზე,გადმოწერასა და შენახვაზე.ასევე გავეცანით ბიბლიოგრაფიის შექმნას,ვისაუბრეთ ონლაინ კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებაზე(სკაიპი,მესენჯერი.), თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებაზე ინტერნეტში, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე,დავგეგმეთ ჩვენი სავარაუდო ნაშრომი, გადავხედეთ და გავაუმჯობესეთ ჩვენი გეგმები.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ მეორე მოდული, კერძოდ, პროექტზე დაფუძნებული სწავლება.
გავიარეთ შეფასების 5 სტრატეგია:
1.მოსწავლლეთა წინარეცოდნისა და საჭიროებების შეფასება. ეს სტრატეგია გვეხმარება მოსწავლეების საჭიროებების შესაფასებლად, რაც მოსწავლეებს დაეხმარება დაუკავშირონ არსებული ცოდნა შესასწავლს. შეფასების მეთოდებად გამოვიყენებ : 1) გონებრივ იერიშს;  2) ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე  გეგმას;  3) დაწყვილდი-დააწყვილე გაუზიარე.
2. წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის  შესაფასებელის სტრატეგიები. ამ მეთოდით შევაფასებთ უნარს, რამდენად ართმევს თავს დამოუკიდებლად სამუშაოს მოსწავლე, რამდენად ხრისხიანად ასრულებს სამუშაოს.
3. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები: ამ სტრატეგიით დავეხმარები მოსწავლეებს პროექტის შესრულებაში. განვსაზღვრავ, სად სჭირდება მოსწავლეს ჩემი დახმარება.
4. სტრატეგიების გაგების შემოწმებისა  მეტაშემეცნების წახალისებისათვის. ამ სტრატეგიას გამოვიყენებ სწავლის უნარების შესამოწმებლად.ამ მეთოდს  მოსწავლეებიც იყენებენ თავიანთი სწავლის უნარების შსამოწმებლად.
5. გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგია. ამ სტრატეგიას გამოვიყენებთ პროექტის დასასრულს მოსწავლეების გაგებისა და უნარების შესამოწმებლად.

ტრენინგის მეოთხე დღე


დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა,პრაქტიკული სამუშაო ბევრად სასიამოვნოა...ვისწავლეთ შეფასების ახალი მეთოდები, ვისწავლეთ გუგლ დრაივი,გუგლ დოკუმენტების შექმნა,ფაილების გაზიარება,მუშაობა,ბლოგზე სურათების ატვირთვა,კომენტარების გაკეთება ფოტოებზე.მადლობა ქალბატონ დიანას ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე საინტერესო აღმოჩნდა,მასწავლებლებმა წარმოადგინეს თავიაანთი პროექტების სათაურები.ერთმანეთს გავუზიარეთ გეგმები,თუ როგორ უნდა დავიწყოთ პროექტებზე მუშაობა.
ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორ უნდა  უნდა დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები,რომელ საგანთან უნდა მოვახდინოთ ინტეგრირება.დღევანდელი დღეც ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.ვისწავლეთ ინსტრუმენტის snipping tool-ის გამოყენება, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ,ავტვირთეთ ბროშურა.


ტრენინგის პირველი და მეორე დღე

   პირველმა დღემ საინტერესოდ  და სასიამოვნოდ ჩაიარა,მომეჩვენა,რომ მარტივი იქნებოდა პროექტებით სწავლება,ვუყურეთ ფილმს  პროექტებით სწავლებას უპირატესობაზე ,ძალიან მომეწონა და პოიტიურად იმოქმედა ჩემზე.სურვილი გამიჩნდა განმეხორციელებინა მსგავსი პროექტი.
  მეორე დღე უფრო დატვირთული აღმოჩნდა. ვისწავლეთ ელექტრონულ წიგნში მუშაობა,გავიხსენეთ წინა საფეხურზე განვლილი მასალაც,მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას გვაწვდიან ერთდროულად , რაც ერთი დღისთვის ცოტა ბევრია.