ჩვენ გავიარეთ ტრენინგი პროექტებით სწავლება,რომელიც
შესაძლებლობას მომცემს სასწავლო აქტივობები
დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს და მათი დახმარებით მოსწავლეებს განვუვითარო
მაღალი სააზროვნო უნარები და აღნიშნული მეთოდებით
გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა.ვისწავლეთ, როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული
სასწავლო პროექტები,როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისათვის საჭირო,სავარაუდო დრო,რაც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დახვეწასა და განვითარებაში დამემარება.
გავეცანით შეფასების რუბრიკებს,ვისწავლეთ ინსტრუმენტის snipping tool-ის გამოყენება, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ,ავტვირთეთ ბროშურა.
განვიხილეთ შეფასების ახალი მეთოდები, ვისწავლეთ გუგლ დრაივი,გუგლ დოკუმენტების შექმნა,ფაილების გაზიარება,მუშაობა,ბლოგზე სურათების ატვირთვა,კომენტარების გაკეთება ფოტოებზე
გავიარეთ შეფასების სტრატეგიები:
მოსწავლლეთა წინარეცოდნისა და საჭიროებების შეფასება, რომელიც გვეხმარება მოსწავლეების საჭიროებების შესაფასებლად, რაც მოსწავლეებს დაეხმარება დაუკავშირონ არსებული ცოდნა შესასწავლს. განვიხილეთ
შეფასების მეთოდები : გონებრივ იერიში, ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე გეგმა, დაწყვილდი-დააწყვილე -გაუზიარე.ასევე შევისწავლეთ
წახალისების,თვითრეგულირებადი
სწავლისა
და თანამშრომლობის
შესაფასებელის სტრატეგიები. ამ მეთოდით შევაფასებთ უნარს, რამდენად ართმევს თავს დამოუკიდებლად სამუშაოს მოსწავლე, რამდენად ხრისხიანად ასრულებს სამუშაოს.
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები კი დამეხმარება განვსაზღვრო , რაში სჭირდებათ მოსწავლეებს ჩემი დახმარება.
ასევე ვისაუბრეთ
სტრატეგიების გაგების შემოწმებისა მეტაშემეცნების წახალისებაზე. ამ სტრატეგიას გამოვიყენებ სწავლის უნარების შესამოწმებლად.ამ მეთოდს მოსწავლეებიც გამოყენებენ თავიანთი სწავლის უნარების შსამოწმებლად.
გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგია დამეხმარება პროექტის დასასრულს მოსწავლეების გაგებისა და უნარების შესამოწმებლად.
ვისაუბრეთ თემაზე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.ასევე შევქმენით ფასილიტაციის ნაშრომი.დავასრულეთ გეგმები,ერთმანეთის ნამუშევრებს გავუკეთეთ რეფლექსიები.
ტრენინგის მეცხრე დღეს გავიარეთ მერვე მოდული,ვისაუბრეთ პრეზენტაციის ფორმებზე,გავაკეთეთ პრეზენტაციები,ვისაუბრეთ ერთმანეთის პრეზენტაციებზე.
ძალიან კმაყოფილი ვარ აღნიშნული ტრენინგით,მადლობა ამისათვის ქალბატონ დიანა მიქაძეს.
ლამარა, წარმატებებს გისურვებ, შენ ძალიან ბევრი იშრომე
ReplyDelete