ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ მეორე მოდული, კერძოდ, პროექტზე დაფუძნებული სწავლება.
გავიარეთ შეფასების 5 სტრატეგია:
1.მოსწავლლეთა წინარეცოდნისა და საჭიროებების შეფასება. ეს სტრატეგია გვეხმარება მოსწავლეების საჭიროებების შესაფასებლად, რაც მოსწავლეებს დაეხმარება დაუკავშირონ არსებული ცოდნა შესასწავლს. შეფასების მეთოდებად გამოვიყენებ : 1) გონებრივ იერიშს; 2) ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე გეგმას; 3) დაწყვილდი-დააწყვილე გაუზიარე.
2. წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის შესაფასებელის სტრატეგიები. ამ მეთოდით შევაფასებთ უნარს, რამდენად ართმევს თავს დამოუკიდებლად სამუშაოს მოსწავლე, რამდენად ხრისხიანად ასრულებს სამუშაოს.
3. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები: ამ სტრატეგიით დავეხმარები მოსწავლეებს პროექტის შესრულებაში. განვსაზღვრავ, სად სჭირდება მოსწავლეს ჩემი დახმარება.
4. სტრატეგიების გაგების შემოწმებისა მეტაშემეცნების წახალისებისათვის. ამ სტრატეგიას გამოვიყენებ სწავლის უნარების შესამოწმებლად.ამ მეთოდს მოსწავლეებიც იყენებენ თავიანთი სწავლის უნარების შსამოწმებლად.
5. გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგია. ამ სტრატეგიას გამოვიყენებთ პროექტის დასასრულს მოსწავლეების გაგებისა და უნარების შესამოწმებლად.
No comments:
Post a Comment